გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კოლხიდას, ახალსოფელს, ყილიშკარს, კორცხელსა და მიმდებარე სოფლებს.
ფოთში – 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ბარნოვის, ფიროსმანის, კლდიაშვილის, დანელიას, აღმაშენებელის, გამსახურდიას, ბარათაშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
სენაკში – 11:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: მენჯის, თეკლათსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე შავი ზღვის, ჯანაშიას, მაჩაბელისა და მიმდებარე ქუჩებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.