სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:  

სენაკი. 14 ოქტომბერს 09:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ლეძაძამე, ქვემო ფოცხო.

ზუგდიდი. 15 ოქტომბერს 10:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს ზუგდიდში ლაზის, მედეას, ლაღიძის, რ. თაბუკაშვილის, თბილისის, თავისუფლების, კიკვიძის, კ. გამსახურდიას, ზვიად გამსახურდიას ქუჩებზე.  

ხოროწყუ. 16 ოქტომბერს 10:00-დან 19:00 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ხაბუმე, ჭოღა.

მარტვილი. 16 ოქტომბერს 11:00-დან 18:30 საათამდე -აბონენტებს სოფლებში ხუნწი, ნაგვაზაო, ნახარებაო, ლეხაინდრაო, ქვაითი, ნახარებაო, ზედა ნაგვაზაო, მარტვილში მშვიდობის, ჭყონდიდელის, თავისუფლების, ჩიქვანაიას, სტალინის ქუჩებზე.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი