გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს
ზუგდიდში – 09:00-დან 11:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ცაიშს, ცაცხვს, ხამისკურსა და მიმდებარე სოფლებს.
მარტვილში – 12:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ნაგვაზაოს, ხუნწის, კურზუს, სალხინოსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.