სოფელ ხიბულაში მე-12 კლასელი გოგო გარდაცვლილი ნახეს

ხობის მუნიციპალიტეტ სოფელ ხიბულაში მე-12 კლასელი გოგო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

ცხედარი ექსპერტიზისთვის პროზექტურაში გადაასვენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე სოციალურ ქსელში გოგომ პოსტი დაწერა. გამოძიება არკვევს, თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი