სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ახ. აბასთუმანს, ინგირს, ნაწულუკუს, რიყეს, რუხს, ოდიშს, ზედაეწერსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

წალენჯიხაში – 12:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ობუჯის, ზღვაიას, ჭალეს, ჯვარსა და მიმდებარე სოფლებს.

ფოთში – 10:30-დან 13:30 საათამდე ქუჩებს: ნინოშვილის, აკაკის, ბესიკისა და მიმდებარე ქუჩებს.

მესტიაში – 10:00-დან 13:00 საათამდე სოფლებს: ბარჯაშს, ნაწისქვილარსა და ლებრცხილას.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი