ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმიანება. ხავიერ კოლომინა მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
“ვგმობთ რუსეთის ძალების მიერ, სოფელი კირბალის მიმდებარედ, საქართველოს ერთი მოქალაქის მკვლელობას და მეორის გატაცებას. მოვუწოდებთ რუსეთს დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მოქალაქე. ნატო მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს ადამიანთა უფლებების დარღვევა და გაიყვანოს ძალები საქართველოდან”, – წერს ხავიერ კოლომინა.