ზუგდიდს ავსტრიის დელეგაცია სტუმრობს

ზუგდიდს ავსტრიის დელეგაცია  სტუმრობს. დელეგაციას  ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი კლაუდია არპა ხელმძღვანელობს.


ავსტრიის დელეგაციას ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მის პირველ მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად დადიანების ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში უმასპინძლა.
დღის ბოლოს სტუმრები ,,ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის საერთაშორისო პრემია 2023 ჟურნალისტებისთვის“, რიგით მეხუთე  დაჯილდოების ცერემონიას დაესწრნენ.


დელეგაციასთან ერთად, ზუგდიდში ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი იმყოფება. 


დელეგაციის ვიზიტი ზუგდიდში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი