ფინანსური პირამიდის შექმნაში ეჭვმიტანილი ყაზახეთის მოქალაქე საქართველოში დააკავეს

საქართველოში დააკავეს ფინანსური პირამიდის შექმნასა და მართვაში ეჭვმიტანილი ყაზახეთის მოქალაქე. ინფკრმაციას ყაზახეთის გენერალური პროკურატურა ავრცელებს და წერს, რომ პირი 2020 წლის მარტიდან იძებნებოდა.

უწყების ცნობით, ფინანსური პირამიდით ზარალმა 3,6 მილიარდ ყაზახურ ტენგეზე მეტი შეადგინა.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეში 600-ზე მეტი დაზარალებული ფიგურირებს.

მათივე ცნობით, მხარეები ახლა დაკავებულის ექსტრადიციის საკითხზე მსჯელობენ. 

წყარო: მთავარი

კომენტარები

დატოვე კომენტარი