რა გაკეთდა სამეგრელოში 2013 წლიდან დღემდე

საქართველოს მთავრობა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე და  განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს. 

დაიგო 937 კილომეტრი გზა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 423 კილომეტრს, ამჟამად მიმდინარეობს 75 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია; აშენდა 55 საბავშვო ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 125-ს, ამჟამად მიმდინარეობს 21 ბაღის მშენებლობა, 7-ის რეაბილიტაცია; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 185 სკოლას, აშენდა 7 ახალი სკოლა, ამჟამად მიმდინარეობს 13 სკოლის მშენებლობა და 18-ის რეაბილიტაცია; განხორციელდა წყალმომარაგების 59 პროექტი, ამჟამად მიმდინარეობს 7; განხორციელდა  წყალარინების 69 პროექტი, ამჟამად მიმდინარეობს 11; ბუნებრივი აირის ქსელზე დაერთების შესაძლებლობა მიეცა 141 374 აბონენტს; რეაბილიტაცია ჩაუტარდა 190 ხიდს, აშენდა 77 ახალი ხიდი, ამჟამად მიმდინარეობს 13 ხიდის მშენებლობა და 9-ის რეაბილიტაცია; 

რეაბილიტაცია ჩაუტარდა 117 სკვერს, აშენდა 66 ახალი სკვერი, ამჟამად მიმდინარეობს 7 სკვერის მშენებლობა და 7-ის რეაბილიტაცია; მოეწყო 235 სპორტული ინფრასტრუქტურა ამჟამად მიმდინარეობს 23-ის მოწყობა; რეაბილიტირდა კულტურის  35 ობიექტი, აშენდა 6, ამჟამად მიმდინარეობს 3 ობიექტის მშენებლობა და 4-ის რეაბილიტაცია.

ვიდეო: 

https://wetransfer.com/downloads/82eaf2b3c95789c68402fd879bd45c2220231119142910/2e2722?fbclid=IwAR1ZBMhh7FanW3HpEnMO19a8yU5ibQ45XdihuXQmgf7DxXgNK7kyI48CpzQ

კომენტარები

დატოვე კომენტარი