უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, 31 წლის ნიკა გელენიძე დღეს ფოთში სამხედრო პატივით დაკრძალეს.
აფხაზეთიდან დევნილი გელენიძე ოჯახთან ერთად ფოთში ცხოვრობდა. იგი უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად 5 სექტემბერს გაემგზავრა.
მისი გადაწყვეტილების შესახებ ოჯახის წევრებისთვის უცნობი იყო.
ახალგაზრდა მამაკაცი 17 ნოემბერს ბახმუტთან აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.