ქალზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულმა მომღერალმა კაბუმ საპატიმრო დატოვა.
როგორც ცნობილია, მსახიობსა და რეპერს სასამართლომ 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა კი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ კაბუ 26 ნოემბერს ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავა. მისი ავტომობილის ჩხრეკისას კი ნარკოტიკები ამოიღეს.