საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 4-7 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 4 დეკემბერს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 5-7 დეკემბერს, ქვეყნის ცალკეულ რაიონში, ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი