სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 6 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე  მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: კახათს, ინგირს, აბასთუმანს, ნარაზენს, ჭკადუაშს, რუხს, ყულიშკარს, ჭკადუაშს, ჩხორიასა და მიმდებარე სოფლებს.

სენაკში – 10:00-დან 18:00 საათამდე სოფელ ფოცხოსა და მიმდებარე ტერიტორიების ნაწილს.

ფოთში – 10:00-დან 15:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ჭანტურიას, დადიანის, ფარნავაზ მეფის, თავდადებულის, აღმაშენებელის, კაკულიასა და მიმდებარე ქუჩებს.

აბაშაში – 14:10-დან 16:00 საათამდე სოფლებს: მაიდანს, სამიქაოსა და მიმდებარე სოფლებს.

ხობში – 11:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: ნოჯიხევს, გურიფულსა და მიმდებარე სოფლებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი