საქართველოს კანდიდატი წევრის სტატუსი მიენიჭება – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს კანდიდატი წევრის სტატუსი მიენიჭება.

ამასთან, კალაძის თქმით, საქართველო მანამდეც იმსახურებდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.

“ორბანი არის ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის, ევროინტეგრაციის, ასე რომ საქართველო, რა თქმა უნდა, სტატუსს იმსახურებდა მანამდეც, როდესაც ეს უსამართლო გადაწყვეტილება იყო მიღებული საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ახლა მგონია, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატის სტატუსს”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი