ევროპული საბჭო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას დათანხმდა. გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი.
საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2022 წლის 3 მარტს შეიტანა, 23 ივნისის კი, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანას ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.
2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით მიმართა.