ავტომობილების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა

პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო იქნება.

აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა 100 ლარის ოდენობით განისაზღვრა, ასევე მოხდება მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების, 5 ქულით შემცირება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი