მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 4 იანვარს ზუგდიდში საახალწლო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ადგილი: ზვიად გამსახურდიას 1, დადიანების სასახლის ბაღი
🔹 13:00-14:00 – საახალწლო მელოდიები
🔹 14:00 – კოსტუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა
🔹 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და საკვები სივრცეები
🔹 14:00-18:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების გაკვეთილები
🔹 15:00 – 16:00 – ანიმატორების საბავშვო პროგრამა
🔹 16:00-17:30 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
🔹 17:30-17:45 – კოსტუმირებული ორკესტრის მსვლელობა
🔹 18:00 – 20:00 – შემსრულებლები: შვიდკაცა, ჯგუფი – Killages
🔹 20:00 – საზეიმო ფოიერვერკი
ღონისძიების წამყვანი ანა კოშაძე იქნება.
ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები საქართველოში.