ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ევროკავშირის პროექტის #EU4Culture მხარდაჭერით შემუშავებული ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ზუგდიდის შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიზნით, კონკურსს აცხადებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება შესაბამისმა კომისიამ მიიღო.
კონკურსი ითვალისწინებს ორ მიმართულებას:
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეწვისა და გასტრონომიის სექტორის ხელშეწყობა.
მიმართულების საკონკურსო ბიუჯეტი: 42 492 ლარი;
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელთა სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.
მიმართულების საკონკურსო ბიუჯეტი: 42 492 ლარი;
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2023 წლის 28 დეკემბრიდან 2024 წლის 27 იანვრამდე მატერიალური სახით მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის ქ. N90 ან მერიის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – zugdidismeria@gmail.comელექტრონული დოკუმენტის სახით.
დამატებითი ინფორმაცია და ფორმულარები, იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
კონკურსის დებულება:https://shorturl.at/ejBUX
კონკურსის პირობები და დაფინანსების წესი: https://shorturl.at/awBP0
დანართი N1 – განცხადების ფორმა:https://shorturl.at/opuV0
დანართი N2 – საპროექტო განაცხადი:https://shorturl.at/EQRT2
დანართი N3 – დაზუსტებული ინფორმაცია:https://shorturl.at/ryPRV
დანართი N4 – შესრულების ანგარიში:https://shorturl.at/hrsH1