აბაშაში ავარია მსხვერპლით დასრულდა

აბაშაში მუნიციპალიტეტის სოფელ მარანთან ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე, დაშავებული არიან მიკროავტობუსისა და მსუბუქი მანქანის მძღოლები.

სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს ავტომობილში მსხდომმა ოთხმა მგზავრმა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი