მსჯავრდებულების ანაზღაურება იზრდება

2024 წლის პირველი იანვრიდან სამეურნეო სამუშაოებში ჩართული მსჯავრდებულების ანაზღაურება იზრდება, – ამის შესახებ უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

ცვლილების შემდგომ იმ პენიტენციურ დაწესებულებებში, რომლებშიც 1000 და მეტი მსჯავრდებულია, სამეურნეო საქმიანობაში ჩართული სამუშაო ჯგუფის უფროსი პატიმრის, მისი მოადგილე მსჯავრდებულისა და ჯგუფის წევრის ანაზღაურება, საშუალოდ, 90%-ით იზრდება.

იმ დაწესებულებებში კი, რომლებშიც 1000 პატიმარზე ნაკლებია, პატიმრების ანაზღაურება თვეში, საშუალოდ, 45%-ით იზრდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი