პოლონეთში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
39 წლის ქართველი კაცის დაკავების ორდერი უკრაინული მხარის მიერ იყო გაცემული. მას ბრალი ქურდობასა და სხვისი ქონების უნებართვო გამოყენებაში ედება.
ბრალდებული პოლონეთში 9 იანვარს თბილისიდან ჩაფრინდა. იგი სწორედ ამ დროს, სასაზღვრო შემოწმებისას დააკავეს.
ამ დროისთვის უცნობია მოხდება თუ არა მისი ექსტრადირება.