საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდის აღმოსავლეთით – 24კმ-ში, სოფელ სამებიდან – 7კმ-ში იყო.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრა თბილისის დროით 15:12 საათზე მოხდა.