გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პროჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ოქტომბერს,კოკის,ახ.აბასთუმანს,კახათს,განმუხურს,ანაკლიასა და მიმდებარე სოფლებს.
მარტვილში – 11:00-დან 18:00 საათამდე სოფლებს: კიწიას,ნოღას,ჭყონსა და მიმდებარე სოფლებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.