13-14 თებერვალს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 15 თებერვლიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაბამისად ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, მოსალოდნელია ელჭექიც. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, ზოგან ელჭექით, ტემპერატურაც დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, ზოგან ელჭექით, ტემპერატურაც დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 15 თებერვალს გაწვიმდება, ტემპერატურაც დაიკლებს.