მიიღეთ გადაწყვეტილება და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი – წითლიძე ზურაბიშვილს

პარლამენტის ფრაქციის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” წევრი, ანა წითლიძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს.

წითლიძე ზურაბიშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან გათავისუფლებას სთხოვს.

“ნავალნის სიკვდილის ფონზე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ციხეში გვყავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. როგორც ნავალნიმ, სააკაშვილმაც ძალიან კარგად იცოდა, სად ჩამოდიოდა და რა საფრთხის წინაშე შეიძლება დამდგარიყო. მოდერნიზაციის სიმბოლო – ასე უწოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სააკაშვილს მიუნხენის კონფერენციაზე და საქართველოს პრეზიდენტს უთხრა, ყველას, ვისაც კარგი უნდა საქართველოსთვის, წვლილი უნდა შეიტანოს იმაში, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. მე მინდა, მივმართო სალომე ზურაბიშვილს, მიიღეთ გადაწყვეტილება და გაათავისუფლეთ მიხეილ სააკაშვილი,” – აცხადებს ანა წითლიძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი