დასავლეთ საქართველოში პროექტი “პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობაში” ხორციელდება

 

„დემოკრატიის ინსტიტუტი “ და  ასოციაცია „ათინათი“,   არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან ერთად,  აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით  ახორციელებს პროექტს პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობაში“.   პროექტი დასავლეთ საქართველოს 20 მუნიციპალიტეტში, მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში,   მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს თავად შეარჩიონ ყველაზე  პრიორიტეტული პრობლემა, შეიმუშავონ მისი  მოგვარების მეთოდები, მოამზადონ პეტიციები, შეაგროვონ  ხელმოწერები, დანიშნონ საკრებულოს სხდომაზე გამომსვლელი წარმომადგენელი, წარადგინონ პეტიცია და მონაწილეობა მიიღონ განხილვაში.  პროექტის ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შერჩეული სამიზნე ქალაქი და მუნიცპალიტეტებია: ზუგდიდი, ფოთი, აბაშა, სენაკი, მარტვილი, წალენჯიხა, ხობი, ჩხოროწყუ  და  მესტია.

პირველ ეტაპზე ზუგდიდისა და ხობის  მუნიცპალიტეტების მასშტაბით პროექტის სამიზნე   სოფლები შეირჩა, სადაც პეტიციის, როგორც ინსტრუმენტის  განცობისა და თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისთვის ადგილობრივ მოსხლეობასთან შეხვედრები გაიმართა.  მათი ძირითადი მოთხოვნა ისეთი საკითხების მოგვარებაა, როგორიციაა ცენტრალური წყლის მიწოდება, დასუფთავება და სოფლის სხვადასხვა უბნის გარე განათებით უზრუნველყოფა, შიდა გზების მოხრეშვა-მოასფალტება, სანიაღვრე სისტემების გამართვა, მდინარეების დამბების გამაგრება, სოფლების გაზიფიკაციის პროცესის დაჩქარება, ბაღებისა და სკოლების რეკრეაციული ზონების მოწყობა და სოფლის ცენტრების ინტერნეტიზაცია. აღნიშნული შეხვედრის საფუძველზე ზუგდიდისა და ხობის  მუნიციპალიტეტებში  გამოვლენილი პრობლემური საკითხების მოგვარებისთვის  საკრებულოში მინიმუმ სამი სხვადასხვა პეტიციის ინიცირება მოხდება.

პროექტის „პეტიცია – ხალხის ხმა თვითმმართველობაში“   ძირითადი მიზანია სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში არსებული 20 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა, პეტიციის ეფექტურად გამოყენების წარმატებული პრაქტიკის ჩამოყალიბება, პრობლემათა გამოვლენით, პეტიციების მომზადებით, საკრებულოებში წარდგენით, ადვოკატირების კამპანიის ორგანიზების გზით მოსახლეობის გააქტიურება.

პროექტი მიმდინარე წლის 1 მარტს დაიწყო და 2018 წლის სექტემბერში დასრულდება. მას  ახორციელებს  არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია: „დემოკრატიული ინსტიტუტი,“  ასოციაციის “ათინათი“,  საქველმოქმედო ცენტრის „თანაზიარი“, ახალგაზრდული ცენტრის „გურიიდან“.

კომენტარები

დატოვე კომენტარი