პროექტის ,,სოციალურ მეგობართა საზაფხულო სკოლა“ ფინალური პრეზენტაცია ზუგდიდში

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის ,,სოციალურ მეგობართა საზაფხულო სკოლა“ ფინალური პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიზანი იყო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სოციალური სერვისების გაზრდის ხელშეწყობა მოხალისეობრივ საწყისებზე ახალგაზრდების ჩართულობის გზით.

პრეზენტაციაზე ასოციაცია “დეამ” დამსწრე საზოგადოებას პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობების ანგარიში წარუდგინა. დასახელდნენ საუკეთესო სოციალური მეგობრები და გაიმართა მათი დაჯოლდოების ცერემონია.

ღონისძიებას სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, სახალხო დამცველის რეგიონულო ოფისისა და ფართო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, ახალგაზრდები (ასოციაცია ,,დეას“ სოციალურ მეგობართა კლუბის წევრები), შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლები ესწრებოდნენ.

,,სოციალურ მეგობართა საზაფხულო სკოლა“ ფონდმა “ღია საზოგადოება-საქართველომ” დააფინანსა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი