მთავრობაში საკანდრო ცვლილებებია

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილების შესახებ ისაუბრა.

პრემიერის განცხადებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად ლევან ჟორჟოლიანი დაინიშნა, რომელიც იყო თბილისის საკრებულოს წევრი, იურიდიული კომისიის თავმჯდომარე.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნიკოლოზ ტყემალაძე.

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა გიორგი ქაჯაია.

პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა ზურაბ აბაშიძე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი