26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის ღირსების ორდენით დაჯილდოვდება – კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ღირსების ორდენზე წარდგენილებიიქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც მატჩისთვის იყვნენ გამოძახებულები, ასევე სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთის ფედერაცია.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

“დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც იყო გამოძახებული ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგან ღირსების ორდენს. ასევე, მთლიანად სამწვრთნელო შტაბი იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე და ფედერაციის ხელმძღვანელობა. ესენი არიან ნამდვილად ღირსეული ადამიანები. ეს არის ერთგვარი მინიმალური დაფასება, რომელიც შეიძლება, მიიღონ ქვეყნისგან და სახელმწიფოსგან. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას. წინ გველოდება კიდევ დიდი წარმატებები. ევროპის ჩემპიონატზე ვუსურვებ წარმატებებს ჩვენს ნაკრებს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კომენტარები

დატოვე კომენტარი