რუსთაველზე დღეს “საყოველთაო სახალხო შეკრება” გაიმართება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ დღეს 18:00 საათზწ “საყოველთაო სახალხო შეკრება” გაიმართება. 

მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე სიტყვით გამოსვლები 20:00 საათიდან არის დაგეგმილი. გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.

რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი