სვანეთში ავარიას ძმები ემსხვერპლნენ

ზემო სვანეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

როგორც ცნობილოა, მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ამავე სოფლის მკვიდრი ძმები.

შემთხვევა დილის საათებში მოხდა. ავარიის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამძებრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი