ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი “ისტორიული ბაღების VII ევროპულ ფორუმს“ მასპინძლობს

დღეს, ფორუმი ნიკოსეულ სასახლეში, ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ გახსნა. მერმა მისასალმებელ სიტყვაში ფორუმის მნიშვნელობასა და ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორიაზე ისაუბრა. 

მერის თქმით, აღნიშნული ფორუმი ხაზს უსვამს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ისტორიულ მნიშვნელობას და მის წვლილს მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში. ,,დღევანდელი ფორუმი არის  საშუალება, რომ ევროპამ უფრო ახლოს გაიცნოს ბოტანიკური ბაღისა და ზუგდიდის  ისტორია, გაიცნონ მისი დენდროლოგიური და ტურისტული პოტენციალი. ასევე, ჩვენთვის კარგი საშუალებაა გავეცნოთ სხვადასხვა პრაქტიკას,   კულტურული მემკვიდრეობის მართვას და  მცენარეთა ფიტოსანიტარული დაცვის მეთოდოლოგიას,  რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს ბოტანიკური ბაღის მენეჯმენტს და ზოგადად, ეს  არის შესაძლებლობა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის პოპულარიზაცისთვის, რათა    მან დაიკავოს უმნიშვნელოვანესი ადგილი ევროპის ბოტანიკური ბაღების მარშრუტში“-აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

კონფერენციაზე სხვადასხვა ევროპული ბაღის წარმომადგენლები ერთამენთს გაუზიარებენ ბაღებში არსებულ საერთო  გამოწვევებს, საშიშროებებსა და გამოცდილებას. 

უპრეცედენტო მასშტაბის ღონისძიების ქალაქ ზუგდიდში ჩატარებას საფუძველი   გასული წლის მაისის თვეში ჩაეყარა,  როდესაც ბაღის დირექტორი  შალვა აგუმავა იმყოფებოდა რიგით მეექვსე  ფორუმზე იტალიის ქალაქ  ფლორენციაში. 

ევროპული ბაღების გაერთიანების ასოციაციის წევრობას ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი 2022 წელს შეუერთდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი