31 მაისს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: რიყეს,რუხს,ცაიშს,ცაცხვს,ახალ კახათს,ნაწულუკუსა და მიმდებარე სოფლებს.ასევე ქირიას,ყაზბეგის,დემურიას,რუსთაველისა და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთში – 10:00-დან 18:00 საათამდე ონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: გურიის,კოსტავას,ჭავჭავაძის,8 მარტისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე კოკაიას ხეივანსა და მალთაყვას დასახლებას.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი