“ნაციონალური მოძრაობა”, მათ შორის ჩემი მხარდაჭერით, მოაწერს ხელს სალომე ზურაბიშვილის ქარტიას – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რონმთლიანად უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილის წარდგენილ ქარტიის სულისკვეთებას.

“ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალური რაოდენობის პოლიტიკური ძალები მიუერთდეს. ჩვენ უნდა შეგვეძლოს კოორდინაცია ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, რადგან ამას ალტერნატივა არ აქვს და ეს ყველას უნდა გვესმოდეს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამავდროულად, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ერთიანობას არანაირი ალტერნატივა არ აქვს და “ნაციონალურ მოძრაობას” სხვა პარტიებისთვის კვოტების გადანაწილებისკენ მოუწოდა.

“მინდა, ისევ ვისაუბრო ერთიანობაზე, “ნაციონალურ მოძრაობას” მოვუწოდო, რომ დავთვალოთ, რამდენი რეიტინგი აქვს ყველა პარტიას და ჩვენ მზად ვართ, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. მთლიანად გადანაწილება არ გამოვა, რადგან ამომრჩევლის წარმომადგენელი უნდა იყოს, თორემ ამის გამკეთებელიც ვიყავით. რა რეიტინგიც დაჯდება, კვოტების ნახევარი მთლიანად გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს, ოღონდ გავერთიანდეთ. ერთიანობას ამ სიტუაციაში არ აქვს არანაირი ალტერნატივა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი “დროშები ჩქარა” წაიკითხა და აღნიშნა, რომ აქ მთავარია – “შეერთდით, შეერთდით, შეერთდით, შეერთდით“.

კომენტარები

დატოვე კომენტარი