21 ივნისს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ზუგდიდში – 10:30-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ჭკადუაშს, ლიას, ჩხორიას, ზედაეწერსა და მიმდებარე სოფლებს. ასევე რაფავას, ერევნის, რუსთაველის, ყაზბეგის, ჭავჭავაძის, შარტავასა და მიმდებარე ქუჩებს.


ფოთში – 14:00-დან 15:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ბარათაშვილის, ჭყონდიდელის,დავითაიას, ჯავახიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.


სენაკში – 14:00-დან 18:00 საათამდე ქუჩებს: შარტავას, ქობალავას, დადიანისა და მიმდებარე ქუჩებს.

აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი