გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ფოთში – 11:00-დან 12:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ჭანტურიას, კოსტავას, ლოლუასა და მიმდებარე ქუჩებს.
23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
მარტვილში – 08:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ბომბოთს, სალხინოს, გაჭედილს, მუხურჩასა და მიმდებარე სოფლებს.
24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
ზუგდიდში – 11:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: აბასთუმანს, ნარაზენს, ურთას, რუხს, რიყესა და მიმდებარე სოფლებს.
მარტვილში – 08:00-დან 17:00 საათამდე სოფელ ლეხაინდრაოს.
ჩხოროწყუში – 10:30-დან 18:30 საათამდე ქუჩებს: კ.გამსახურდიას, არახამიას, ფირცხალავასა და მიმდებარე ქუჩებს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.