ფოთში “ნაციონალების” ოფისი დაარბიეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ფოთში რაიონული ორგანიზაციის ოფისი დაარბიეს.

ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ხომერიკის ინფორმაციით, ჩამსხვრეულია ფანჯრები.


“მოვედით ოფისში, გარედან მაინც და მაინც არ ეტყობოდა, მაგრამ შიგნით შესვლის შემდგომ ფანჯრები დაგვხვდა ჩამსხვრეული. ცენტრალური ქუჩაა, ყველგან კამერები აყენია და არ უნდა გაუჭირდეთ იმის ნახვა, თუ ვინ გააკეთა ეს, მაგრამ არ მაქვს გამოძიების იმედი, რადგან ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის წახალისებული”, – განაცხადა ხომერიკმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი