ლიანა ისაკაძე გარდაიცვალა

ქართველი მუსიკოსი, მევიოლინე, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი, ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას მისი ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ლიანა ისაკაძე 1970-1992 წლებში იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; 1981–1995 წლებში საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მხატვრული ხელმძღვანელი; 1974 წელს მის შესახებ გადაიღეს იაპონური დოკუმენტური ფილმი; 1975 წელს გადაღებულია ფინურ მხატვრულ ფილმში „სიბელიუსი“; 1990 წელს მან გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში ჩაიყვანა საქართველოს კამერული ორკესტრი, რომელიც „ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის“ სახელით მოღვაწეობს; 1992 წელს ინგოლშტადტში დააარსა თავისი პედაგოგის, დავით ოისტრახის სახელობის მუსიკალური აკადემია;

მიღებული ჯილდოები, პრემიები და პრიზები: 2016 – ბათუმის საპატიო მოქალაქე; 2016 – თბილისის საპატიო მოქალაქე; 1998 – ღირსების ორდენი; მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის; 1979 – ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია; 1974 – საქართველოს სახალხო არტისტი; 1970 – სიბელიუსის სახელობის კონკურსი(ჰელსინკი), I პრემია; 1970 – პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, III პრემია (მოსკოვი); 1965 – მარგარიტ ლონგისა და ჟაკ ტიბოს სახელობის კონკურსი, I პრემია (პარიზი); 1961 – მუსიკოს-შემსრულებელთა საკავშირო კონკურსი, II პრემია 1957 – ამიერკავკასიის მუსიკოს-შემსრულებელთა კონკურსი ( I კონკურსი); 1956 – რესპუბლიკის ფესტივალი, I პრემია საპატიო ნიშნის ორდენი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი