ზუგდიდში “მწვანე ბიუჯეტის” პროექტის ფარგლებში განაცხადის მიღება დაიწყო

მწვანე ბიუჯეტის” პროექტის ფარგლებში, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.


საინფორმაციო შეხვედრაში ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა, საბჭოს წევრებთან ერთად ჩაერთო.


საბჭოს გადაწყვეტილებით, „მწვანე ბიუჯეტის“ საპროექტო განაცხადები 5 აგვისტოს ჩათვლით მიიღება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში (ქ.ზუგდიდი, რუსთაველის ქ . #90, I სართული) ან შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: info@zugdidi.gov.gezugdidismeria@gmail.com.
იხ. განაცხადის ფორმა: https://shorturl.at/cP84u
პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია შეიქმნას საინიციატივო ჯგუფები, რომლებიც მუნიციპალიტეტს მიმართავენ გამწვანების პროექტებითა და სავარაუდო ხარჯთაღრიცხვით, ხოლო მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტების თანადაფინანსებას პროექტის საერთო ღირებულების 95 პროცენტით.
საწყის ეტაპზე, ბიუჯეტში აღნიშნული პროგრამის განსახორციელებლად გამოიყო 100 000 (ასი ათასი) ლარი.


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია „მწვანე ბიუჯეტის“ საბჭო, რომელიც მოახდენს შემოსული განაცხადების ვერიფიკაციას და განსაზღვრავს პროექტის განხორციელებისთვის საინიციატივო ჯგუფის ფინანსური თანამონაწილეობის ოდენობას.


საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება სათათბირო ხმის უფლებით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია. 


დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 591 44 53 26 – თეონა გიგიბერია, მწვანე ბიუჯეტის საბჭოს წევრი/მდივანი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი