9 ივლისს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება 9 ივლისს დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:  

ზუგდიდი. 10:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს სოფლებში ჭაქვინჯი, ყულიშკარი, რიყე, რუხი და მიმდებარე სოფლებს, ქ.ზუგდიდში წაღვერის და მიმდებარე ქუჩებს.

ფოთი. 07:00-დან 16:00საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით აბონენტებს ბარათაშვილის, ჭყონდიდელის, გამსახურდიას, დიდგორის, ასათიანის,  რუსთაველის რკალს, მშვიდობის, გურიის და მიმდებარე ქუჩებზე.

ხობი. 11:00-დან 18:00 საათამდე  – აბონენტების ნაწილს სოფლებში ყულევი, პატარა ფოთი.

სენაკი. 11:00-დან 16:00 საათამდე  – აბონენტებს სოფლებში ძველი სენაკი, კოტიანეთი, ზემო სორტა. 11:00დან 15:00საათამდე ქ.სენაკში ტაბიძის, ჭავჭავაძის, დემურიას, რუსთაველის და მიმდებარე ქუჩებზე.

აბაშა. 11:00დან 19:00საათამდე აბონენტებს სოფელ სუჯუნასა და ანჯელის მასივში.

ჩხოროწყუ. 16:10დან 18:30საათამდე აბონენტებს სოფლებში ლესიჭინე, ფოცხო.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი