11 ივლისს ანაკლია-განმუხურის საზღვაო სეზონი იხსნება

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, ანაკლიაში, დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა.

მათ შორის: 17:00 საათიდან სპორტული ( მინი-ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი , ჭიდაობა,მკლავჭიდი, მაგიდის ჩოგბურთი, ქვიშის ფრენბურთი) თამაშები, ფერების ფესტივალი, დრამერების მსვლელობა. 

20:00 სთ-ზე – ღონისძიებები ჯგუფი „რეგიონის“ გალა კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდება.

ღონისძიება ზუგდიდის მერიის ორგანიზებით გაიმართება. 

რაც შეეხება ტრანსპორტირებას, გამოიყოფა დამატებითი რეისები 24:00 სთ-მდე; 

მხარდამჭერები: 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაცია 

 ზუგდიდის ახალგაზრდული სათათბირო
აკვაპარკი  „ანაკლია“ 
შპს “Anaklia-Ganmukhuri Resort”

კომენტარები

დატოვე კომენტარი