ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ორი მოქალაქე – ალი ხანგოშვილი და გიორგი კუშტანაშვილი დაიბარეს. საქმე ეხება, ტერორისტული აქტის მომზადებას და, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, შეთქმულების მომზადებას.
მოწმეების ადვოკატმა განაცხადა, რომ საქმე გრიფირებულია და, დანაშაულის ეპიზოდებთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება არ შეუძლია.
“გრიფირებული საქმე არის. აქედან გამომდინარე, გაუთქმელობისხელწერილზე მოგვაწერინეს ხელი და ვერ ვისაუბრებ. ვერ დაგიდასტურებთ ვერაფერს,“ – აცხადებს ადვოკატი.
საუბარია უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის მკვლელობის მომზადების ფაქტებს, რომლის მიზანიც ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.