სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილს 4 და 5 აგვისტოს ელეტროენერგია შეეზღუდება

4 და 5 აგვისტოს  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდებათ.

როგორც „newsportal”-ს  “ენერგო-პრო ჯორჯიას“ დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ფილიალის ოფისიდან აცნობეს, ელექტრომომარაგების შეზღუდვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.

კომპანიის ინფორმაციით, 4 აგვისტოს 07:00 საათიდან 12:00 საათამდე  ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის  მომსახურეობის ცენტრის 3251 აბონენტს. კერძოდ: ანაკლიის, ორულუს, დიდი ნეძის და კიროვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

5 აგვისტოს კი 07:00 საათიდან 12:00 საათამდე  გამოირთვება 35 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი „ ინგირი“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ: ანაკლიის, ორულუს, დიდი ნეძის, ერგეტის,  კოკის ორსანტიის, თარგამულის, კახათის და მიმდებარე სოფლების, ასევე კიროვის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მათივე ინფორმაციით, “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური პროფილაქტიკურ სამუშაოებს ინტენსიურად აწარმოებს. ძაბვის გარეშე დარჩენილ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი