დაკარგული ინჟინრის შვილი: “მამაჩემის საქმეში ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა” [Video]


დაკარგული უკრაინელი ინჟინრის სერგეი სმისლოვის შვილმა დღეს აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ენგურის ხიდთან მივიდა, სადაც ბოძებსა და კედლებზე მამის დაკარგვასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადებები გააკრა.

ვიქტორია სერდაკოვსკა მოუწოდებს მოქალაქეებს, სერგესი სმისლოვის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში დარეკონ ტელეფონებზე, რომლებიც განცხადებებზეა მითითებული და ისინი ფულად ჯილდოს მიიღებენ.

“Newsportal.ge”-ს კითხვაზე, რატომ გაავრცელა განცხადებები აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სერდაკოვსკამ უპასუხა, რომ „ვერ დააკონკრეტებს“, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ „ბევრი კითხვა მამამისის საქმეში პასუხგაუცემელია“.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით უკრაინელი, გერმანიის მოქალაქე სერგეი სმისლოვი 12 ივლისს გაუჩინარდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი