ზუგდიდის მერია ახალგაზრდების ფინანსურ მხარდაჭერას აგრძელებს

ზუგდიდის მერიის ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების კომისიამ, სამი პროექტი განიხილა და შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

პროექტის „ავატარი 2024“ მიზანია ახალგაზრდებში სკაუტინგის, ასევე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სხვადასხვა უნარების განვითარების ხელშეწყობა.

სკაუტური ბანაკი „ავატარი 2024 “ არის ავატარის თემატურად დაყოფილი ბანაკი. ბანაკის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა შემეცნებითი და ფიზიკური აქტივობები, სკაუტური თამაშები და ტრენინგები, რომელიც ორიენტირებულია გუნდურ მუშაობაზე და ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებაზე. ბანაკი მოეწყობა ანაკლიაში. ა(ა)ი.პ რ.ე.ს.ე ორგანიზაციამ წარმოადგინა პროექტი „ნოელა“, რომლის მიზანია ზუგდიდში მცხოვრები ახალგაზრდების ფიზიკური და სოციალური პოტენციალის გამოვლენა, თანამშრომლობის უნარების განვითრება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. 

პროექტი „ახალგაზრდული გაერთიანება მშვიდობისვთის“ მიზნად ისახავს გამყოფ ხაზთან მცხოვრებ ახალგაზრდა გოგონების ჩართულობის გაზრდას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული და სპორტული აქტივობები განხორციელდება. თუ ხარ ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია, გამოიყენე შესაძლებლობა და მიიღე 5000- ლარამდე დაფინანსება.პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს;ახალგაზრდულ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება წელიწადში მხოლოდ ერთხელ ისარგებლოს აღნიშნული პროგრამით.პროგრამის ფარგლებში სამიზნე ჯგუფის მინიმალურ ოდენობად სასურველია განისაზღვროს არანაკლებ 25 ახალგაზრდა.

პროგრამის მიზანია ახალგაზრდული მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებმა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშაონ 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდებზე (ადგილობრივი/დევნილი) ორიენტირებული პროექტები.

დასაფინანსებელი პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას.კომისიაზე განსახილველად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს შემდეგი თემატიკის პროექტები:ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;გენდერული თანასწორობის მიღწევა;ახალგაზრდებში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა;ახალგაზრდების პიროვნული განვითარება არაფორმალური განათლების მიღების გზით;ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა ახალაგზრდებისთვის;სხვა ახალგაზრდულ საჭიროებებზე მორგებული პროექტები.

წარმოდგენილი პროექტის დაფინანსება/თანადაფინანსება უნდა განისაზღვროს არაუმეტეს 5 000 (ხუთი ათასი) ლარით.

კომენტარები

დატოვე კომენტარი