სამეგრელოში, სოფელ ჭალადიდში ძმამ ძმა დაჭრა. შს სამინისტროს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია ცხელ კვალზე.
როგორც ცნობილია, 56 წლის კაცმა ძმას ჭრილობები თავისა და სახის არეში მიაყენა. დაშავებულს კლინიკაში ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 120-ე მუხლით დაიწყო.