5 სექტემბერს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება აბონენტების ნაწილს „ენერგო-პროჯორჯიას“ ქსელში.

ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების  გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება:  

ზუგდიდი. 11:00დან 18:30საათამდე აბონენტებს სოფლებში ანაკლია, განმუხური, დარჩელი, ჭაქვინჯი, ყულიშკარი და მიმდებარე სოფლებს.

ფოთი. 07:30დან 10:00საათამდე აბონენტებს აღმაშენებლის, დანელიას, პუშკინის, დუმბაძის, 9 აპრილის ხეივანს და მიმდებარე ქუჩებს. 10:30დან 18:00საათამდე ჭავჭავაძის ჩიხს, ჭავჭავაძის ქუჩას.

ხობი.11:00დან 18:30საათამდე აბონენტებს სოფელ ძველ ხიბულაში, დადიანის და მიმდებარე ქუჩაზე.

სენაკი. 10:00დან 16:00საათამდე აბონენტებს სოფლებში შხეფი, ახალსოფელი, ძველი სენაკი, ქ.სენაკში ჯიხას, ჭყონდიდელის და მიმდებარე ქუჩებს. 11:00დან 14:00საათამდე  ქ.სენაკაში რუსთაველის, ჭავჭავაძის, ელიავას, არსენას, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებს, ცენტრალურ ბაზარს და მიმდებარე ტერიტორიას.

ჩხოროწყუ. 13:00დან 18:00საათამდე აბონენტებს სოფლებში ახუთი, ლეწურწუმე, კირცხი, ქვედა ჩხოროწყუ და მიმდებარე სოფლებს, ქ.ჩხოროწყუში ჭავჭავაძის, მშვიდობის, ზუგდიდის და მიმდებარე ქუჩებს.

მომხმარებელთა ენერგომომარგება სამუშაოების დასრულებისთანვე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი