“ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი პარტია “ახალის” წევრს ძალადობაში ადანაშაულებს

ჩხოროწყუში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, ჯუმბერ იზორია, მისი კუთვნილი ავტომობილის დაზიანების გამო, “ნაციონალური მოძრაობიდან”, პარტია “ახალში” გადასულ ვახტანგ ლემონჯავას, ძალადობასა და ბულინგში ადანაშაულებს.

ინციდენტი სოფელ ლესიჭინეში მოხდა. ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ კადრებში ჩანს დაზიანებული ავტომობილიც, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ბრალდების ადრესატი ამ დროისთვის მომხდარზე არ საუბრობს.

ჩხოროწყუს რაიონში მომხდარი ფაქტი ოპოზიციის სიძულვილის კამპანიის გაგრძელებაა მმართველი პარტიისთვის. “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ გვარამია-მელიას გუნდის ერთადერთი მიზანი ამომრჩევლის დაშინება, ბულინგი და შანტაჟია.

სოფელ ლესიჭინეში მომხდარ ინციდენტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 187 მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. საქმეში უკვე დევს თავად დაზარალებულის ჩვენებაც.

კომენტარები

დატოვე კომენტარი