კორონავირუსის შემთხვევები საკმაოდ ბევრია – მაია ბუწაშვილი

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით გრიპის ეპიდემია დაწყებული არ არის, თუმცა ინფექციების თვალსაზრისით, ზაფხული დატვირთული სეზონი იყო:

“ჯერჯერობით გრიპის ეპიდემია დაწყებული არ არის, რომელიც სტანდარტულად, უფრო ნოემბრიდან იკრებს ხოლმე ძალებს. დანარჩენ ვირუსებს რაც შეეხება, რომელიმე კონკრეტული ეპიდემიოლოგიური აფეთქება ახლა არ გვაქვს. უბრალოდ, არის ცალკეული შემთხვევები სხვადასხვა ვირუსული ინფექციების, როგორც ზოგადად არის ხოლმე. ამჟამად განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ გვაქვს.

რაც შეეხება კორონავირუსს, კოვიდი არის, ზაფხულშიც იყო შემთხვევები და ახლაც საკმაოდ ბევრია”, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა “რუსთავი 2”-თან.

კომენტარები

დატოვე კომენტარი