გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ზუგდიდში – 12:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ცაიშს,ურთასა და მიმდებარე სოფლებს.
ფოთში – 10:00-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: გორგასალის,აღმაშენებელის,თავდადებულის,თამარ მეფის,ვაჩნაძისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე 9 აპრილის ხეივანს.
ჩხოროწყუში – 15:00-დან 18:30 საათამდე სოფელ ლესიჭინეს.
აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.